Saturday, August 25, 2012

პროექტის გეგმა


  1. პროექტის სახელწოდება: პროექტი "ფოლიანტი";
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტი "ფოლიანტი" ეხება თემურ-ლენგის მიერ შუა აზიაში გატაცებული ქართული ხელნაწერების მოძიებას;
  3. პროექტის აქტუალობა: საქმე ეხება ქართველი მეფეების რჩეული და მთელ აზიაში სახელგანთქმული ბიბლიოთეკის მოძიებას, რასაც შეუძლია უდიდესი სტიმული მისცეს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას XXI საუკუნეში;
  4. პროექტის მიზნები: პროექტ "ფოლიანტის" მიზანია თემურ-ლენგის მიერ შუა აზიაში გატაცებული ქართული ხელნაწერების მოძიება და მათი სამშობლოში დაბრუნება ორიგინალების ან ასლების სახით;
  5. მონაწილეთა ასაკი: პროექტში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა ადამიანმა, რომელსაც გააჩნია პროექტის მიზანთან შესაბამისი კომპეტენცია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი;
  6. ვადები/ხანგრძლივობა: შუა აზია საკმაოდ დიდი რეგიონია და იქ ქართული ხელნაწერების ძიება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლის განმავლობაში;
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საქართველოს (და  არამარტო საქართველოს) ისტორიის, ლიტერატურისა  და ბევრი სხვა მეცნიერების შესახებ ჩვენს ხელთ დღეისათვის არსებული ცოდნის მნიშვნელოვანი განახლება;
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროქტის მონაწილეთა მგზავრობის, შუა აზიაში (ძირითადად უზბეკეთში) ცხოვრებისა და საქმიანობის ხარჯები (ბინის დაქირავება, კვება, სამედიცინო დაზღვევა, ავტომობილი, გიდის მომსახურეობა, სატელეფონო და მობილური კავშირგაბმულობა, კომპიუტერი, ინტერნეტი, ასლების გადასაღები საშუალებები, სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები);  
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): შუა აზიაში მოღვაწე ქართველებთან კავშირის დამყარება, მათი მეშვეობით ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამეცნიერო წრეებთან კონტაქტებზე გასვლა, შუა აზიის სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესება ქართულ მხარესთან თანამშრომლობით (მაგალითად საქართველოში არსებული შუა აზიის კულტურული მემკვიდრეობის მოძიება), ყოველივე ამის შედეგად ადგილობრივ წიგნსაცავებში შეღწევა, იქ ქართული ხელნაწერების მოძიება, მათი შეძენა ან ასლების დამზადება და საქართველოში გადმოგზავნა. 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული პროექტი ძირითადად ეხება ისტორიასა და წყაროთმცოდნეობას, ასევე იმ რეგიონის გეოგრაფიასა და კარტოგრაფიას, სადაც ჯგუფს მოუწევს მუშაობა. სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა ამ პროექტში შეიძლება შემოიფარგლოს მათთვის აღნიშნული საკითხის გაცნობით, ამ თემით მათი დაინტერესებით, პროექტისათვის საჭირო წყაროებისა და ინფორმაციის მოძიება-დამუშავებასა და პრეზენტაციებში მოსწავლეთა მონაწილეობით. ამით მოსწავლეებში ყალიბდება ისტორიულ წყაროებთან და გეოგრაფიულ რუკებთან მუშაობისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ინარი; 
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): პროექტში ამჟამად მონაწილეობენ ისტორიკოსი ალექსანდრე კაკულია და მოგზაური გვანჯი მანია. ამავე პროექტში მონაწილეობდა აღმოსავლეთმცოდნე ჯემალ ცერცვაძე, რომელიც 2005 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. პროექტში საჭიროების მიხედით შეიძლება ახალი მონაწილეების ჩართვა, ხოლო შუა აზიაში საქმიანობის დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია ექსპედიციის მონაწილეთა ჩანაცვლება; 
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: aleqsandre1980@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: aleqsandrekakulia.blogspot.com